23:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 09:36:16, 370 ნახვა

პოლიტიკა
ბარიში მიმდინარე გამოფენაში სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით გიგი გიგიაძე იტალიის ელჩს შეხვდა

იტალიის ქალაქ ბარიში მიმდინარე გამოფენაში „Fiera del Levante“ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმისთან შეხვედრა გამართა

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა იტალიის ქ. ბარიში მიმდინარე გამოფენაში „Fiera del Levante“ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის მონაწილეობის საკითხი. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება აღნიშნულთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ მსგავს ღონისძიებებში სოხუმის დამოუკიდებელი სტატუსით მონაწილეობა  მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ე.წ. „აფხაზეთის“ დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციას და ამგვარად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და განხორციელებული ეთნიკური წმენდის დაკანონებას.

მინისტრის მოადგილემ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ იტალიის მთავრობის მიერ მიღებული ეფექტური ზომების მიუხედავად, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი, ლობისტების მეშვეობით, კვლავაც ახერხებს იტალიის მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებას, რაც სრულიად მიუღებელია როგორც საქართველოს, ისევე იტალიის კანონმდებლობით.

თავის მხრივ, იტალიის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაუყოვნებლივ ეცნობება დედაქალაქს. ანტონიო ბარტოლიმიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ იტალიის მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს მომავალში მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად.

ქართული მხარის პოზიცია გამოფენაში სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის მონაწილეობის დაუშვებლობის თაობაზე იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მეშვეობით უკვე ეცნობა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი რეგიონის ხელმძღვანელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics