|
2020-09-11 13:17:34, 3272 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, Covid-19-ის შემთხვევის გამო, „ხოზრევანიძის კლინიკამ“ მუშაობა დროებით შეწყვიტა
ბათუმში „ხოზრევანიძის კლინიკამ“ დროებით მუშაობა შეწყვიტა. კლინიკის კლინიკური მენეჯერის, დალილა ცივაძის განცხადებით, მუშაობის შეწყვეტის მიზეზი კლინიკაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევაა. მისივე თქმით, Covid-19 კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა. „გეგმიური პისიარ ტესტირების დროს, რაც სავალდებულოდ უტარდება პერსონალს, ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა დადებითი „პისიარ“ პასუხი. ამ ეტაპზე ტარდება პროტოკოლის მიხედვით აუცილებელი სადეზინფექციო ღონისძიებები და განმეორებითი „პისიარ“ ტესტირება. შაბათ-კვირას ჩატარდება დეზინფექცია. ორშაბათს ჩვეულებრივ რეჟიმში გაიხსნება კლინიკა. შაბათ-კვირას, ვიდრე არ დასრულდება ყველა კონტაქტირებული პირის „პისიარ“ ტესტირება და დეზინფექცია, სტაციონარი იქნება დახურული, - განაცხადა ხოზრევანიძის კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა დალილა ცივაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)