23:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 16:50:50, 512 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: არამგონია, პრემიერმა ის თქვა, რომ გიორგი ღვინიაშვილი მოაშორეთ იქიდან

„არამგონია, პრემიერმა ის თქვა, რომ გიორგი ღვინიაშვილი მოაშორეთ იქიდან“, - ასე უპასუხა  პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის წევრის“ გიორგი ბარამიძის მოწოდებას, რომ პრემიერის დღევანდელ განცხადებას, გიორგი ღვინიაშვილთან დაკავშირებით, რეაგირება მოჰყვეს.

როგორც ბარამიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გაუგონარია, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შს მინისტრს დავალებას აძლევს, რომ „ღვინიაშვილი კახეთში მიმდინარე აქციებს მოაშორონ“.

“პარლამენტის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, ვალდებულება, რომ იყოს ამ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ამხელა გაჭირვება და პრობლემა აქვთ. მთავრობა ამას ეთანხმება თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ გაუგონარია,  როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი  შს მინისტრს ასე დავალებას აძლევს. დღეს უკვე მოჰყვა რეაგირება, ვიღაც ჭანყოშვილი გამოეყო პოლიციის რიგებს და შეეცადა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა გიორგი ღვინიაშვილისთვის და ისევ პოლიციის მეშვეობით იქნა ეს ადამიანი გაპარებული. გთხოვთ,  ასეთ გაუგონარ და არასწორ დანაშაულის შემცველ ქმედებასთან დაკავშირებით მოახდინოთ რეაგირება“, - აღნიშნა ბარამიძემ.
პარლამენტის თავჯდომარე არ არის დარწმუნებული, რომ პრემიერმა ასეთი დავალება გასცა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის ამ თემასთან დაკავშირებულ განცხადებას გაეცნობა.
თუმცა, უსუფაშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთთან მიმართვის დროს კორექტულები უნდა იყვნენ.
„პრემიერმა თუ პარლამენტის წევრმა, ვინც არ უნდა თქვას რამე ასეთი არასწორია, მაგრამ არამგონია, პრემიერს ეთქვა, რომ „ღვინიაშვილი მოაშორეთ აქედან“. მე ასე არ წამიკითხავს, მარგამ ამის თაობაზე დავინტერესდები. ამასობაში, რაც შეეხება პოლიტიკოსთა მიერ ერთმანეთის შეფასებებს, არ ვარ მომხრე, რომ ჩვენ ერთმანეთს პროვოკატორები ვუწოდოთ. მაგრამ მინდა ყურადღება იმასაც მივაქციოთ, რომ პრემიერისთვის სწორედ მისი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან სიტყვა პროვოკატორი ყველაზე რბილი სიტყვაა, რომელიც მის მიმართ არის ნათქვამი. მე ყველას მოგიწოდებთ, ვიყოთ კორექტულები მიმართვის დროს და არ იქნება მსგავსი შეპასუხებები.  არამგონია, პრემიერი ვინმეზე ნაკლებად ადამიანურად იყოს შეხებული იმ გრძნობებს და ემოციებს, რომელიც ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს,  ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ  გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები რთველთან დაკავშირებით გლეხების შეცდომაში შეყვანას სცდილობენ.
ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკოსებს მიმართა, რომ მათი პროვოკაციული ქმედება მხოლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.
პრემიერმა სამართალდამცავ ორგანოებსა და შს მინისტრს მოუწოდა, ადგილზე სიტუაცია გააკონტროლონ და პროვოკატორებს პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მისცენ.
“ მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს და ბატონ მღებრიშვილს.  გთხოვთ მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე  პრობლემა. ეს პროვოკატორი მოვაშოროთ, ადგილზე თუ ვინმე  პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ იმოქმედეთ კანონის ფარგლებში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics