05:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 12:46:54, 2923 ნახვა

რეგიონი
ირაკლი ხახუბია ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნების“  ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია   ხობის მუნიციპალიტეტში    ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს, ბიისა და ხობის მოსახლეობას შეხვდა და  მათ საჭიროებებს გაეცნო.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურდღება, რაც ხობის  მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ასევე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

 “ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ძველ ხიბულაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახლს, რომელშიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. მალე გაიხსნება ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმიც, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.სოფლების მოსახლეობამ პრიორიტეტულ მიმართულებებად წყალსადენი სისტემის მოწყობა, გაზიფიცირება, შიდა გზებისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა, რომელთა მოგვარების გზებსა და ვადებზე მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ”-განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics