21:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 13:39:30, 428 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: სახლში ღვინის ფულს არავინ გადაუხდით

"უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო კომპანიების მხრიდან იმიტომ, რომ სახლში არავინ არ მივა და არ გადაუხდის ღვინის ფულს",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კომპანიებს ადრე შეეძლოთ მეტი ყურძნის ყიდვა და მეტის გადახდა, რადგან მსოფლიო ბაზარზე სხვა რეალობა იყო.
ღარიბაშვილის თქმით, ის ფასი, რომელიც 2-3 წლის წინ დაფიქსირდა,  სწორედ ბაზარმა განაპირობა, თორემ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების თანხასთან დაკავშირებით  არაფერი შეცვლილა.
"მოგეხსენებათ, მანამ,  სანამ რუსეთის ბაზარი გაიხსნებოდა, რომელიც ძალიან  მნიშვნელოვანია ჩვენი მეღვინეებისთვის და არა მხოლოდ რუსეთის ბაზარი, ევროპის ბაზარიც გაიხსნა და ჩინეთის ბაზარზეც ვმუშაობთ და გაიხსნება. უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო კომპანიების მხრიდან იმიტომ, რომ სახლში არავინ არ მივა და არ გადაუხდის სახლში ღვინის ფულს. კომპანიებს ადრე შეეძლოთ მეტი ყურძნის ყიდვა და მეტის გადახდა. ადრე მსოფლიო ბაზარზე სხვა რეალობა იყო. ის ფასი, რომელიც 2-3 წლის წინ დაფიქსირდა,  სწორედ ბაზარმა განაპირობა. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების თანხა იყო 35 თეთრი და 15 თეთრი იყო წითელ ყურძენზე. დღეს არაფერი შეგვიცვლია.უბრალოდ დღეს კომპანიებს აქვთ  ჩაწოლილი პროდუქცია, ღვინის მარაგები,რომელსაც ვერ ყიდიან პრაქტიკულად.ღვინის ექსპორტის კლება გვაქვს 60%-ით. კრიზისია სერიოზული არა მხოლოდ რუსეთსა დ აუკრაინაში,  მთელ მსოფლიოში. ისე არაა, რომ საქართველოს არ შეეხოს კრიზისი. ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ.ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მიაღწევს.  მითუმეტეს ისეთი პატრა ქვეყანა, როგორიც ჩვენ ვართ. ასეთი პატარა მცირე ეკონომიკით",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics