08:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 13:26:14, 570 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ქობულეთში ახალი სკოლა გახსნა

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  ახალ სასწავლო წელს  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სკოლა გახსნა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სკოლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. შენობა ორსართულიანია  და გააჩნია შიდა სპორტული დარბაზი, 9 საკლასო ოთახით, კომპიუტერების ოთახი და ბიბლიოთეკა,   ასევე  დამხმარე სათავსოები. შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა და კეთილმოეწყო ეზო. აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით სკოლა აღიჭურვა ახალი  სასკოლო,   საკლასო და სამასწავლებლო ოთახისთვის საჭირო ინვენტარით. 200 მოსწავლეზე გათვლილ, შშმ პირებზე ადაპტირებულ შენობაში ამ ეტაპზე 90 ბავშვი სწავლობს  და 16 პედაგოგია დასაქმებული. სკოლაში დღეს  18 პირველკლასელმა დაიწყო სწავლა, ყველა მათგანს  ბუკები გადაეცა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება ცეცლხლაურის სკოლის მოსწავლეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გია თავამაიშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან ფატი ხალვაშთან  ერთად მიულოცა: „მოსწავლეებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით ვულოცავ 4606 პირველკლასელს, რომლებმაც წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში.  წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ! თქვენ ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ!“.

წელს აჭარაში 229 საჯარო და 27კერძო სკოლა იფუნქციონირებს. 2015 წელს აშენდა 2 საჯარო სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 საჯარო სკოლას; მიმდინარებს 4 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც დასრუდება 2016 წელს. ასევე, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკოლა-პანსიონს;  მიმდინარეობს 7 სპორტულ დარბაზის რეაბილიტაცია.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics