21:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 12:55:37, 546 ნახვა

პოლიტიკა
ლიტვის თავდაცვის მინისტრი: გერმანიისთვის ნატოში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო

„გერმანიისთვის ნატოში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო“, - ეს ლიტვის თავდაცვის მინისტრის იუზას ოლეკასის მთავარი გზავნილი იყო ქართველ კოლეგასთან, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრაზე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თინა ხიდაშელმა ლიტველ კოლეგას, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში გამართული შეხვედრების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი 2016 წლის ვარშავის სამიტის წინ საქართველოსთვის ერთიანი, ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერებაა.

როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, მნიშვნელოვანია, საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა ზუსტად იცოდნენ, რას ვითხოვთ 2016 წლის „ვარშავის სამიტიდან“ - ეს არის ხელშესახები შედეგი, რომელიც ადეკვატური პასუხი იქნება საქართველოსთვის, როგორც ნატოს ყველაზე სანდო და გამორჩეული პარტნიორისთვის.

თავის მხრივ, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიტვა იყო, არის და რჩება საქართველოს ერთგული მოკავშირე და პარტნიორი ოფიციალური თბილისის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ლიტვა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში და მუდმივად გამოხატავს მზადყოფნას, გაუზიაროს საქართველოს საკუთარი გამოცდილება ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა იუზას ოლეკასმა.

ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას განსაკუთრებულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებასთან. ლიტვის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ეხმარება პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, ასევე, ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას. ლიტვა ოფიციალურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უღიარებლობის პოლიტიკას. სამხედრო თანამშრომლობა 2001 წლიდან წარმოებს. ყოველწლიურად ხელი ეწერება თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმებს, რომელშიც გაწერილია წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები. ყოველწლიურად იმართება ორმხრივი სამხედრო-პოლიტიკური კონსულტაციები. ლიტვა გამოყოფს ორ ექსპერტს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ნატოს ჯგუფში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics