13:27 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-21 23:16:19, 700 ნახვა

სამხედრო
დავით თევზაძე – დადუმდით, ბატონებო, თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ

ქართველ მეომარს უსაყვედურო, სხვის ომში დაიღუპეო, იგივეა, საკუთარ ისტორიას უთხრა საყვედური, – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე უკრაინაში ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას.
“ძალიან მიმძიმს, მაგრამ ვალდებული ვარ, გამოვეხმაურო თავდაცვის სამინისტროს განცხადებას. მიჭირს არა იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროზე აზრი უნდა გამოვთქვა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში კიდევ ერთი ჯარისკაცის კუბოს ჩამოასვენებენ. კუბოსთან დგომას კი სიჩუმე უხდება, საზოგადოდ. ხოლო ჯარისკაცის კუბოსთან მდგომი ორმაგად უნდა დუმდეს. ერთი იმიტომ, რომ ომში დაცემულს და მაშასადამე, უკვე ვალმოხდილ მეომარს სცეს პატივი და მეორე იმიტომ, რომ პატივი სცეს დედას, რომელმაც მეომარი აღზარდა. არ არსებობს სიტყვა, რომელიც მას ანუგეშებს, ტკივილს გაუნელებს ან ბედნიერების ერთ წამს მაინც აჩუქებს მომავალში. ამიტომ მიმძიმს ამ სტატუსის წერაც და არც არასოდეს, არც ერთი ჯარისკაცის კუბოსთან მდგომს, ზედმეტი სიტყვა არ დამცდენია. სუჩუმეში გაცილებით მეტი სიდარბაისლეა და გაცილებით მეტი განცდა და პატივი, რასაც დაღუპული მეომარი და დედა ერთნაირად იმსახურებენ. რაც შეეხება თავად განცხადებას, ქართველ მეომარს უსაყვედურო, სხვის ომში ხარ დაღუპულიო, იგივეა, რაც საკუთარ ისტორიას უთხრა საყვედური. ქართველობა ბედისწერაა და ეს არ არის უბრალო მეტაფორა. ბედისწერაა, რომ ჩვენი გენოფონდი, ისტორიის მანძილზე, ძირითადად, სხვისთვის გახარჯულა, მაგრამ ამით არც ქართველობა დაგვიკარგავს, არც სინდის-ნამუსი, არც სახელი”, – წერს თევზაძე Facebook-ში საკუთარ გვერდზე.
მისივე აზრით, “ფარისევლობენ ისინი, ვინც ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ჯარისკაცზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, მე არ მითხრას ვინმემ რამეო”.
“მათ რომ ჯარისკაცზე ეფიქრათ, ჯარიდან 2008 წელს გაშვებულ კაცს 2012-ში უკვე დააბრუნებდნენ და სამშობლოსთვის სამსახურის საშუალებას მისცემდნენ. ხოლო თუ ეს ვერ გააკეთეთ, ბატონებო, იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნეთ, რომ დადუმდეთ და ეს თქვენი ფსევდოსახელმწიფოებრივი მიდგომა თქვენთვის შეინახეთ. ამ განცხადებით თქვენ მწუხარება კი არ გამოთქვით, არამედ დაგვანახეთ, რომ თქვენც ისევე დაგვყრით დაუმარხავებს, როგორც თქვენმა კოლეგებმა 2008 წელს დაგვყარეს, იმიტომ რომ იმავე გვარისა ხართ. ამიტომ დადუმდით, ბატონებო. თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ. ჯარისკაცის კუბოსთან დგომას კი სიჩუმე უხდება”, – წერს დავით თევზაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics