|
2015-09-13 10:43:45, 527 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკმა მუშაობა განაახლა
დღეს თბილისის ზოოპარკმა მუშაობა განაახლა. ზოოპარკის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან ერთად დაესწრო. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ზოოპარკის ზედა ნაწილი. დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად განადგურებულია ზოოპარკის ქვედა ტერიტორია, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება. რაც შეეხება თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტს, თბილისის მერის თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის პროექტი უკვე დამტკიცებულია, თუმცა იმ პერიოდში, რაც ახალი ზოოპარკის აშენებისთვის იქნება საჭირო, ზოოპარკი ფუნქციონირებას ძველ მისამართზე გააგრძელებს. „სტიქიის პირველივე დღეებიდანვე დაიწყო ზოოპარკის გაწმენდა, ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები. ვოლიერების გარკვეული ნაწილი მოწესრიგდა, ხელახლა დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა ღობე. მართალია ზოოპარკი არ არის ძველი ფორმით, რადგან სტიქიამ პირველი ზოლი დააზიანა, რისი აღდგენაც შეუძლებელია, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვისათვის თანხები უკვე გამოყოფილია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)