20:50 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-12 15:20:51, 853 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ყურძნის სუბსიდირება წელს არ იგეგმებოდა, თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში შეიქმნა, გადაწყვეტილება მივიღეთ

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ყურძნის სუბსიდირებას წელს სახელმწიფო არ გეგმავდა.

მისივე განმარტებით, გლეხებზე სუბსიდიის გაცემა ბოლო თვეებში, რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით გადაწყდა.

„სუბსიდიის თემა თავიდან არც იყო გაწერილი, რადგან ჩვენ ვუყურებდით თუ როგორ ხორციელდებოდა ღვინის გაყიდვა, ძალიან ბევრ ქვეყანაში შევძელით ქართული ღვინის გატანა. ღვინის კომპანიებს სახელმწიფო დაეხმარა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთში, ჩინეთსა და იაპონიაში და სწორედ ამიტომ სუბსიდირება არ იგეგმებოდა, თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით რაც მსოფლიოში შეიქმნა ბოლო თვეების განმავლობაში, სახელმწიფომ სუბსიდირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მევენახეები უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ. ისინი ყურძნის ფასით არიან უკმაყოფილო. თეთრი ყურძნის ღირებულება 60 თეთრს შეადგენს, საფერავის კი, 85 თეთრს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics