06:59 - 13 Apr, 2026
|
2020-08-29 17:04:16, 8064 ნახვა
რეგიონი
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია საპატრიარქოს მიმართავს, მოზარდისთვის წესის აგების ნებართვა გასცეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებია საპატრიარქოს მიმართავს, გასცეს ბავშვისთვის წესის აგების ნებართვა. მისი თქმით, შესაძლოა, მის შვილიშვილს სუიციდი არ ჩაუდენია. „ვთხოვთ საპატრიარქოს, დამეხმაროს და ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან. ბავშვი მორწმუნე იყო, შეიძლება თავი არც მოუკლავს, მაგრამ, თუ ეს მართლა ჩაიდინა, ეს გააკეთა სტრესის გამო და ამიტომ, ვთხოვ მათ დაუშვან გამონაკლისი და აუგონ წესი ბავშვს“, - განაცხადა 11 წლის ბავშვის ბებიამ, როზა ბოგვერაძემ. შეგახსნებთ, რომ თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამა დააკავეს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)