2020-08-29 14:15:01, 16439 ნახვა
High - Tech
LG-მ ჭკვიანი რესპირატორი წარადგინა
ბოლო დროს დამცავი პირბადე პლანეტის მოსახლეობის ყოველდღიურ აქსესუარად იქცა. ამის მიზეზი მეტწილად COVID-19-ით გამოწვეული პანდემია გახლავთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურება მუდმივად იზრდება, რაც დამატებითი დაცვის საგანი ხდება. კორეული კომპანია LG ჰაერის გამწმენდ აქსესუარს PuriCare Wearable Air Purifier-ს წარმოგვიდგენს.
მოწყობილობას 2 ვენტილიატორი, 2 H13 HEPA ფილტრი, რესპირატორული სენსორი და სუნთქვის სიხშირის სენსორი გააჩნია. LG აცხადებს, რომ რესპირატორი ერთი დატენვით 8 საათის მანძილზე მუშაობს.
როცა პირბადეს არ ხმარობთ, ის სპეციალურ ანტიბაქტერიულ მოწყობილობაში უნდა იქნას მოთავსებული, სადაც მას ულტრაიისფერი განათება ბაქტერიებს მოაშორებს.


PuriCare Wearable Air Purifier-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ანალოგებთან ფასის კონკურენციისთვის LG-მ 250$ ზღვარს წესით არ უნდა გადააბიჯოს.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან