|
2015-09-11 18:45:03, 624 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციისა და განათლების სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლასა და ინტეგრაციაში დახმარების მიზნით იუსტიციისა და განათლების სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაბა კაზრეთში მოაწერეს. დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობისა და მოქმედი საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისათვის ქართული ენის სწავლების სპეციალური კურსები დაიგეგმება. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან“ ერთად შეიმუშავებს, დაგეგმავს და განახორციელებს სწავლების ისეთ სისტემას, რომელიც დაეხმარება ეროვნული უმცირესობების სრულფასოვან ინტეგრაციას ქართულენოვან საზოგადოებასთან. ამასთან, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებით ქართული ენის სწავლების კურსები ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ ცენტრებში კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის მომსახურების მიწოდებას. მემორანდუმს საფუძველი ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში წარმატებით განხორციელებული პროექტის შემდეგ ჩაეყარა, სადაც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ადგილობრივი მოსახლეობისათვის ინტენსიურად მიმდინარეობდა ქართული ენის სწავლების დისტანციური კურსი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)