|
2020-08-27 16:11:59, 8107 ნახვა
რეგიონი
ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება
აჭარაში, ჭვანის ხეობის ტურისტულ განვითარებაზე მუშაობა გრძელდება. ამ ეტაპზე, კონკურსი პროექტის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზეა გამოცხადებული. უკვე მზადაა ხეობის ტურისტული პოტენციალის კვლევა და ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა. ჭვანაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმის მიხედვით ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს. საფესტივალი სივრცე, ტურისტული ბილიკები, თავშესაფრები, ვიზიტორთა ცენტრი და გასართობი ატრაქციები ბუნებაში - მცირე ჩამონათვალია იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლის განხორციელებაც ხეობაში იგეგმება. კონკურსი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 279 000 ლარზე გამოცხადა. ჭვანის ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ის რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილია, სადაც ტურისტებს გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა საშუალება აქვთ ადგილობრივი კერძები, თაფლი და ხილი დააგემოვნონ. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წიქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით. ამ მხრივ გამორჩეული კი ხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)