06:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 10:18:32, 7448 ნახვა

რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ტექნიკით აღჭურვა გრძელდება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ტექნიკით აღჭურვა გრძელდება. დაწესებულებას ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი გადაეცა. ასევე, რესპუბლიკურ  საავადმყოფოს გადაეცა ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური სისტემები, ექოსკოპის აპარატი, საოპერაციო მოწყობილობები და სხვა.

„ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა გეგმიურად მიმდინარეობს. კოვიდ ინფექციის გავრცელების პირველივე ეტაპზე სახელმწიფო და კერძო სექტორის მონაწილეობით შევძელით, რომ სრულად მომხდარიყო ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა.

დღეს კლინიკას შეემატა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, საოპერაციო მოწყობილობები  რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა სცენარის შემთხვევაშიც კი რესპუბლიკურმა საავადმყოფომ შეძლოს ერთის მხრივ კოვიდის  ეფექტიანად მართვა და ასევე გრძელვადიანად შეძლოს შეასრულოს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ფუნქცია“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მიმდინარე წლის აპრილიდან ჩართულია კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics