|
2020-08-26 16:15:06, 6451 ნახვა
რეგიონი
პოპულარული შეფმზარეულები აჭარაში კულინარიულ მასტერკლასებს ჩაატარებენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრადიციული, აჭარული კერძების პოპულარიზაციისა და მათი კვების ობიექტებში დანერგვის მიზნით მზარეულებისთვის კულინარიულ მასტერკლასებს გეგმავს. პროექტი, რომელშიც პოპულარული შეფმზარეულები ჩაერთვებიან ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი კერძების წარმოჩენას, ასევე ტურისტული სერვისის მიმწოდებლებისთვის სახელმძღვანელო ვიდეორგოლების შექმნას ისახავს მიზნად. მასტერკლასები ქობულეთში, სარფსა და მთიანაჭარაში ტურისტულად მიმზიდველ ადგილას ღია სივრცეში ჩატარდება, სადაც თავდაპირველად ეთნოლოგი სტუმრებს კუთხისთვის დამახასიათებელ სამზარეულოს გააცნობს, რის შემდეგაც მომზადდება კერძები და ჩატარდება მისი სერვირების მასტერკლასი. იგეგმება მასტერკლასების შესახებ თემატური ვიდეორგოლებისა და ფოტორეცეპტების შექმნა, რომლებიც ნებისმიერი მსურველისთვის ონლაინ, ახალ ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. მასტერკლასებს აჭარაში მოქმედი კვების ობიექტების, საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები და გიდები დაესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)