21:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 13:54:46, 459 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩიუსი: ჩვენ გვქონდა გამბედაობა, წინააღმდეგობა გაგვეწია „გაზპრომის“ მონოპოლიისთვის, ახლა დროა რუეთის „ინფოპრომს“ შევეწინააღმდეგოთ

„ჩვენ გვქონდა იმის გამბედაობა, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია „გაზპრომის“ მონოპოლიისათვის ევროპაში, ახლა დროა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის „ინფოპრომს“, რომელიც შეიარაღებულ ინფორმაციას და ამავდროულად კრემლის შეიარაღებულ ენერგომომარაგებას წარმოადგენს“, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის სტატიაშია აღნიშნული, რომელიც Euobserver-ზე გამოქვეყნდა.

სტატიის თარგმანი „ექპსპრესნიუსს“ საქართველოში ლიტვის საელჩომ მოაწოდა.

„რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელსაც არ დავასახელებ, რუსი ფორმიანები სხვებთან ერთად ზეიმობდნენ. ეს იგივე ფორმა არ იყო, რომლითაც ახლა უკრაინაში აგრესიას აწარმოებენ. შემეკითხებით კარგად გამოიყურებოდნენ თუ არა? იყო თუ არა ეს  ევროპული მედიასაშუალებების მხრიდან შეფასებული როგორც ცოტა უცნაური შემთხვევა? არა, ამაზე არავის არაფერი სმენია. არსებობს ტენდენცია, რომლის მიხედვითაც პროპაგანდა განიხილება როგორც ეგზოტიკური მწერი, რომელიც შორეულ ქვეყნებში უკრაინაში, საქართველოში, რუსეთში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. თუმცა სათუთად შეფუთული ტყუილები ევროპული აუდიენციისაკენ გზებს მაინც პოულობენ. ეს არის სისტემატიური და კარგად ფინანსირებადი კამპანია და იმის მტკიცება, რომ დასავლეთი არის ხელშეუხებელი რადგან ჩვენ გვაქვს  უამრავი მედია საშუალება, სინამდვილეს არ შეეფერება. სინამდვილეში ევროკავშირში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ბალტიის პირეთსა თუ ლონდონში პირველ რიგში კრემლის აზრს იგებს. ეს ენის ბარიერის ან მედიის ძველი ჩვევების ბრალია. ამდენად მედიაპლურალიზმი აქ ნიშნავს ბევრ ტელეარხებს, რომლებიც იმართება მხოლოდ ერთი (რუსული) აუდიენციის მხრიდან“, - წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამასთან ლინას ლინკევიჩიუსის თქმით, „კრემლის მაუწყებლებმა იციან როგორ შემოვიდნენ ჩვენს ქალაქებში. ისინი სარგებლობენ „Made in Europe” ეტიკეტით, შემდეგ მშვიდად იწყებენ შუღლის გაღვივებას რადგან იმედოვნებენ, რომ სიტყვის თავისუფლების გამო არავინ დაინტერესდება მათ საქმიანობით“.

„გაზის კრიზისს, რომელიც მოიცავს რუსულ გაზპრომს, ჩვენთვის გაკვეთილი უნდა ესწავლებინა. არ არსებობს მიმწოდებლის მრავალფეროვნება რადგან ყველა მარშრუტს/მიმართულებას ერთ წყარომდე მივყავართ, ხოლო მრავალფეროვნების არ არსებობას საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების. ჩვენ გვქონდა იმის გამბედაობა, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია გაზპრომის მონოპოლიისათვის ევროპაში, ახლა დროა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ინფოპრომს, რომელიც შეიარაღებულ ინფორმაციას და ამავდროულად კრემლის შეიარაღებულ ენერგომომარაგებას წარმოადგენს. როდესაც ვსაუბრობთ არა ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე თუ „რით შეგვიძლია მათ დავეხმაროთ?“, ასევე უნდა ვიფიქროთ „რა უნდა გავაკეთოთ საკუთარი თავის დასაცავად?“ ეს უფრო მეტია, ვიდრე საგარეო ურთიერთობების ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რათა უზრუნველვყოთ დაფინანსების გამჭირვალობა და ევროკავშირში მოქმედი მედიასაშულებების მფლობელობა.

კრემლის მაუწყებლებმა იციან როგორ შემოვიდნენ ჩვენს ქალაქებში. ისინი სარგებლობენ „Made in Europe” ეტიკეტით, შემდეგ მშვიდად იწყებენ შუღლის გაღვივებას რადგან იმედოვნებენ, რომ სიტყვის თავისუფლების გამო არავინ დაინტერესდება მათ საქმიანობით.  ზოგიერთი უკვე ხმას იმაღლებს. 

დიდი ბრიტანეთის მედია რეგულატორმა თქვა „სიტყვის თავისუფლება აბსოლიტური არ არის“.

რამდენიმე თვის წინ ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება იყოს პროპორციული ქმედება იმისა, რომ დაცული იქნას საზოგადოებრივი ინფორმირებულობის მთლიანობა. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ცილისწამებას.  ჩვენ უნდა უზრულველვყოთ ევროპული მედიასაშუალებებისათვის თანაბარი თამაშის პირობები. არავის უნდა ჰქონდეს უფლება ითამაშოს რაგბი ფეხბურთის მოედანზე.

იანვარში, ოთხმა საგარეო საქმეთა მინისტრმა (ლიტვიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან და დანიიდან) მოუწოდა ევროკავშირს პასუხი გაეცა კრემლის პროპაგანდისათვის: უზრუნველყო ინფორმაციის ალტერნატივა; გაეზარდა საზოგადოებრივი ცნობიერება: ყოფილიყო აგრესიული პროაქტიული კომუნიკაციის ფაქტების მიმართ; მოეთხოვა ანგარიშვალდებულება მედია საშუალებების მხრიდან.

ეს არ გულისხმობს ცენზურას ან ჩვენს მიერ წარმოებულ პროპაგანდას და სიცრუეს.

ნიდერლანდებმა და პოლონეთმა, ბრიუსელში არსებული დემოკრატიის ევროპული ფონდთან ერთად, გამოთქვეს კონკრეტული იდეები რუსულენოვანი მაყურებლისათვის ალტერნატიული ტელევიზიის, როგორც ახალი ამბების ასევე გასართობი პროგრამების შექმნის შესახებ. პროექტის დონორების დღევანდელი შეხვედრა ვარშავაში ამ ძალისხმევის ნაწილია.

იმისათვის, რომ ვიყოთ წარმატებულები აუცილებელია შევცვალოთ ჩვენი აზროვნება. უნდა გვესმოდეს, რომ პროპაგანდა მიმართულია მთელი ევროპის წინააღმდეგ და არა მხოლოდ აღმოსავლეთისაკენ. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი.

A-90 ტიპის ტანკი უკრაინაში არ არის მხოლოდ „სატრანსპორტო საშუალება“. სიცრუე არ არის გარკვეული თვალსაზრისი ალტერნატივა. პროპაგანდა არ არის საჯარო დიპლომატიის სამართლიანი ფორმა. ჩვენი გულუბრყვილობა ხელს გვიშლის შესაბამისი ქმედებების განხორციელებაში, მაშინაც კი  როდესაც მეორე მხარე წინ მიიწევს გამოუცხადებელი საინფორმაციო ომით“, - ნათქვამია ლინას ლინკევიჩიუსის სტატიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics