|
2015-09-11 12:57:01, 737 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების შვილები მოინახულა
აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა ბათუმში დასასვენებლად მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების შვილები მოინახულეს. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა ბავშვებს სპორტული ინვენტარი და საცურაო აღჭურვილობა გადასცა. ცნობისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ჯარისკაცთა შვილები აჭარას 5 სექტემბერს ეწვივნენ. მოზარდები ბათუმში აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მოწვევით დასვენება/რეაბილიტაციის 2 კვირიან კურსს გადიან. ტერნოპოლელი ბავშვები ბათუმში ყოფნისას მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, გაისერნებენ ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს. ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, დაესწრებიან ფილმის ჩვენებას და გაისეირნებენ ზღვაში. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტენოპოლის ოლქს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში 2015 წლის. მაისში, აჭარას 2 კვირიანი ვიზიტით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 21 ვეტერანი ჯარისკაცი სტუმრობდა. ყოფილმა სამხედროებმა ბათუმში სამედიცინო რეაბილიტაციის კურსი გაიარეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)