|
2020-08-25 12:32:16, 6019 ნახვა
რეგიონი
მეოთხე დღეა ბათუმსა და ქობულეთში COVID-19-ზე უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს
21 აგვისტოდან ბათუმის ბულვარში ორ ლოკაციაზე და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირება უტარდება. კარვების გაშლიდან დღემდე აღნიშნული მომსახურებით 214-მა მსურველმა ისარგებლა, ყველა მათგანის კვლევის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია. ასევე აქტიურდ მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. აქ კორონავირუსზე კვლევა უკვე ჩაუტარდა აღნიშნული დაწესებულებების 157 თანამშრომელს, პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია. აჭარაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ქ. ბათუმში კარავები მოწყობილია ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან და არდაგანის ტბასთან, აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აგრეთვე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამივე ლოკაციაზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად დღის მეორე ნახევარიდან შეუძლია. ამ ეტაპისათვის ტესტირების პროცესი 17:00 -დან 22:00 საათამდე განისაზღვრება. 21 აგვისტომდე აჭარაში COVID-19-ზე კვლევა გაფართოებულ მიზნობრივ ჯგუფებში, აგრეთვე ცხელებისა და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში ტარდებოდა, ვინაიდან უკვე დაფიქსირდა ერთეული შემთხვევა, რომელის ინფექციის წყარო არ იყო დაზუსტებული, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად ჩაითვალა დაწყებულიყო გაფართოებული ტესტირება. აღნიშნული უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო დასვენებას. პირი რომელიც ჩაიტარებს კვლევას, კოვიდის დადატურების შემთხვევაში პასუხი 24 საათის განამავლობაში ეცნობება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)