|
2015-09-11 12:38:42, 726 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი პროექტის - „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი გოეთეს ინსტიტუტს სტუმრობდა, სადაც „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ - პროექტის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს მასწავლებლების მიერ გარემოსდაცვითი პროექტების ერთობლივად დაგეგმვას და ამ სფეროში პრობლემების საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საგნებში ინტეგრირებას. მასწავლებლებს კოორდინირებას საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და ვენის გარემოსდაცვითი უნივერსიტეტის თანამშრომლები გაუწევენ. კონფერენციაზე გერმანელმა და ავსტრიელმა ექსპერტებმა მდგრადი განვითარების, სატყეო ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილეს. პროექტი ხელს შეუწყობს იუნესკოს მსოფლიო სამოქმედო პროგრამას - „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“, რომელიც საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. პროექტს გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მდგრადი განვითარების პერსპექტივებს, შეისწავლონ მასთან დაკავშირებული გამოწვევები და აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში. „ამ პროექტით იგეგმება სკოლების მხარდაჭერა, იქედან გამომდინარე, რომ ავამაღლოთ ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებში. პროექტის სახელწოდებაა „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ რაც ნიშნავს, რომ გავაერთიანოთ განათლება და გარემოს დაცვა“, - განაცხადა - ვენის აგრარული უნივერსიტეტის ვიცერექტორმა ვილჰელმ ლინდერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)