07:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 11:12:16, 598 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების შესახებ.

საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები „მოდი გავიცნოთ ევროპა!“ და ევროპის პოლიტიკური რუკა. შეხვედრა მოეწყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics