|
2020-08-22 12:23:55, 5176 ნახვა
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი გარესამყაროსგან კვლავ მოწყვეტილია
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი გარესამყაროსგან კვლავ მოწყვეტილია. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეექმნა სოფლებს - დურაშს, ესიერს, ტვიბს, საყდარსა და მუწდის, სადაც შიდა გზების დამაკავშირებელი სამი ხიდია წაღებული. მათივე ცნობით, ასევე, წალეკილია ამ სოფლებთან დამაკავშირებელი სააავტომობილო გზები. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, შეიქმნა სპეციალური კომისია. სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი. მობიზილებულია საჭირო ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)