21:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 09:59:57, 408 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ევროპაში გრძელდება. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, თინათინ ხიდაშელს ლატვიელმა კოლეგამ უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ბერგმანისს ლატვიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. 

შეხვედრაზე კოლეგებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხებსა და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე ლატვიის მონაწილეობის მნიშვნელობაც. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მნიშვნელობა და ნატოს 2016 წლის „ვარშავის სამიტის“ შედეგები იყო. 

თავდაცვის მინისტრის თქმით, მან ლატვიელ კოლეგას დეტალურად გააცნო საქართველოში და ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გამოწვევები და „ვარშავის სამიტზე“ საქართველოსთვის ხელშესახები შედეგების მნიშვნელობა. 

ლატვია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რაიმონდს ბერგმანისისგან დაპირება მიიღო, რომ ლატვია „ვარშავის სამიტამდეც“ და სამიტის შემდეგაც ოფიციალური თბილისის აქტიური მხარდამჭერი იქნება, როგორც ორმხრივ ისე, საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მრავალმხრივ ფორმატებში. სრული მხარდაჭერა მიიღო თავდაცვის მინისტრმა ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარესთან აინარს ლატკოვსკისთან შეხვედრაზეც. 

როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობი კვლავ აქტიურად გაგრძელდება: 
„ლატვია თანამონაწილეა საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების და ერთობლივი სწავლებების. ასევე აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს ეს ურთიერთობები. JTEC-ის წარმატებით განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ნატოს წევრი ქვეყნების თანამონაწილეობა და ლატვია ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორია. მინისტრმა ისაუბრა საჩხერის ბაზაზე მიმდინარე წვრთნებზე, სადაც მათ შორის ლატვიელი ჯარისკაცებიც იღებენ მონაწილეობას. ამ ზაფხულსაც ვმასპინძლობდით მათ. JTEC-ის პირობებში ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მხოლოდ საჩხერით არ შემოიფარგლება. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ის მიმართულებები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ - რაც შეიძლება მეტი ნატოს ჯარისკაცი საქართველოში“. 

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის პირველი დამოუკიდებელი ბატალიონის და გმირის ოსკარ კალპაკსის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics