08:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 15:59:30, 1601 ნახვა

რეგიონი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია ბათუმში

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია უტარდება XIX საუკუნეში აგებულ წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას. სამუშაოები ფონდი ,,ქართუ''-ს მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნენ.

ამ ეტაპზე ტაძრის გადახურვა და გარე ფასადის მოპირკეთება მიმდინარეობს. ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.

ასევე, ,,ფონდი ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაცია მიმდინაარეობს. უკვე დასრულდა  ნოე ჟორდანიას, მაზნიაშვილის და კონსტანტინე გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში არსებული 5 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.

მთავრობის წარმომადგენლებმა დასრულებული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს და საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლებს გაესაუბრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics