21:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 19:20:21, 446 ნახვა

პოლიტიკა
აჭარა დალიანთან სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებს

აჭარის მთავრობა დალიანთან სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებს. 

აჭარის მთვრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში, აჭარაში დალიანის ხელმძღვანელების რამდენიმე ვიზიტია დაგეგმილი. 

დალიანსა და აჭარის რეგიონში კომისიები შეიქმნება, რომელიც განათლების, კულტურის, სპორტისა, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და  ტურზმის მიმართულებით იმუშავებენ. 

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა იწყება. ისტორიული ფაზა, ორ რეგიონს შორის დამეგობრება, რაც გულისხმობსთანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: განათლება, კულტურა, სპორტი, ასევე ტურიზმი. აუცილებლად იქნება წინ წამოწეული სავაჭროურთიერთობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა. ეს მემორანდუმია, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე კონკრეტულ საკითხს,“ -განაცხადა არჩილ ხაბაძემ მემორანდუმის ხელის მოწერის შემდეგ.

აქვე, პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იქნება პირველი რეგიონი, რომელსაც ჩინეთთან ექნება თვისუფალი ვაჭორბა. 

„ეს ქვეყანას მოუტანს დიდ სარგებელს. პირველ რიგში ეს არის ღვინის ექსპორტი, ასევე სხვა პროდუქციის ექსპორტი. ქართველ მეწარმეს გაუადვილდებაპროდუქციის შეტანა ჩინეთში. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს და მას სხვა ეტაპზე გადაიტანს. ეს სერიოზულწვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთობლივი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

 მისივე თქმით, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრის დასწრება არის დასტური ორ ქვეყანას შორის ახალი, დინამიური თანამშრომლობის დასაწყისის.

„დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართველი დაჩინელი ხალხის დაახლოებას, ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის დაქალაქის დაგეგმარების მიმართულებით“, – ნათქვამია აჭარის მთვრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics