08:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-19 19:27:06, 1491 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია გამართა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სკოლამდელი სააღმზრდელო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც დღვანსა და მახალაკიძეებს უახლოეს პერიოდში, ახალი თანამადეროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი ექნება.

შუახევის მერიამ ობიექტების მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადა, რომლის დასრულების შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი აშენდება დღვანში. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით კეთილმოწყობილი, შშმ პირთათვის ადაპტირებული და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი, 2 ჯგუფზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება, 30-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

მახალაკიძეების ბაგა-ბაღის განსათავსებლად სოფელში არსებულ ადმინისტრაციულ შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, დაგეგმილია შენობის გაფართოებაც. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ორივე ბაღის ეზო, დამონტაჟდება ატრაქციონები.

ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა უზრუნველყოფს პატარებისთვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics