21:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 15:12:01, 590 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ და მასთან დართულ 13 კანონპროექტს ხელი მოაწერა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს  ზედამხედველობის სამსახურის  გამოყოფას ითვალისწინებს, უკვე ძალაშია.

უკვე მოქმედი კანონის თანახმად, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი გაუქმდა.

სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანო იქნება, რომელიც საფინანსო სექტორის საქმიანობაზე ზედამხედველობას განახორციელებს.  სააგენტო იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც თავისი საქმიანობის განხორციელებისას არ დაექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოს და თანამდებობის პირს. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებული იქნება სააგენტოს საბჭოს წინაშე. მისი მთავარი ამოცანაა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა.

 სააგენტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

სააგენტოს უფლება ექნება, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები, თავისი ფუნქციების შესასრულებლად დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება, დადოს ხელშეკრულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

სააგენტოს უმაღლესი ორგანო იქნება სააგენტოს საბჭო, რომელიც 7 წევრისგან დაკომპლექტდება. სააგენტოს საბჭოს წევრები იქნებიან  ევროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო, ხოლო დანარჩენი წევრები იქნებიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც იქნებიან კომპეტენტური ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის დარგში.

 სააგენტოს საბჭოს 5 წევრს საქართველოს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი სააგენტოს საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

სააგენტოს უფროსს დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით. პარლამენტს სააგენტოს უფროსის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ამ საბჭოსთან შეთანხმებით. სააგენტოს უფროსი საჯარო მოსამსახურე იქნება.

პირი სააგენტოს უფროსად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორჯერ, 7 წლის ინტერვალით.

შეგახსენებთ, აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდეტი არ ეთანხმებოდა და ვეტო დაადო. პარლამენტმა კი, პრეზიდენტის ვეტო ხმათა უმრავლესობით დაძლია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics