|
2020-08-19 11:48:06, 4371 ნახვა
კომენტარი
საბელაშვილი კილაძეზე - თუ ეს საკანონმდებლო ცვლილება გაუვიდა, სჯობს ჩავალაგოთ ჩემოდანი და სამუდამოდ დავტოვოთ ქვეყანა
მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრი, პაატა საბელაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება. როგორც საბელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ სოფო კილაძეს „ეს საკანონმდებლო ინიციატივა გაუვიდა, სჯობს ყველამ ერთად ჩავალაგოთ ჩემოდანი და სამუდამოდ შევატოვოთ ეს ანგელიზივით ქვეყანა, ამ ჯოჯოხეთივით მოციქულს“. „განგაშის ზარები! ამ სალახანას მავნებლობა მანამდე არ მორჩება, სანამ ბერა არ დაპოსტავს რამეს? ბევრი ჩემი მეგობარი ამ პოსტის ქვეშ სარკასტულად მოიხსენიებს სოფო კილაძის გაუკუღმართებულ თავში დატრიალებულ აზრებს. მინდა ერთი რამე გითხრათ მეგობრებო, ეს სახუმარო ამბავი არ გეგონოთ. ჩათვალეთ, რო მის ჰომოფობ და ნარკოფობ თავში რაც ოდესმე მომწიფებულ, ასევე ფაშისტური რეჟიმების ბოლო რამდენიმე დეკადის ისტორიაში, თუ რომელიმე “ბავშვების მავნე ზემოქმედებისგან დაცვა” ასე ამართლებენ ხოლმე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. ზუსტად ასეთი კანონები მიიღეს ჩვენ დიდ ძმასა და მეგობარ რუსეთში 10 წლის წინ და დღეს სამოქალაქო საზოგადოება უცხო ქვეყნის აგენტებად ჰყავთ შერაცხული. მოკლედ ეს საკანონმდებლო ინიციატივა თუ გაუვიდა, სჯობს ყველამ ერთად ჩავალაგოთ ჩემოდანი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)