2020-08-18 20:37:28, 1284 ნახვა
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი - მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირე ქვეყნები
„მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირე ქვეყნები“ , - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
გენერალური მდივანი ბელარუსში არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ნატოს რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობა არ გაუზრდია.
“მნიშვნელოვანი დისკუსია მქონა პოლონეთის პრეზიდენტ ანდრეი დუდასთან. მინსკმა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი უნდა სცეს. NATO არ წარმოადგენს საფრთხეს და არ გაუზრდია სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში. ჩვენ ვრჩებით ფხიზლად და მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირე ქვეყნები”, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,