13:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 16:24:40, 5259 ნახვა

კომენტარი
დავით მათიკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი პასუხს აგებს ქართველი ხალხის წინაშე!

მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ აცდება ვერავინ და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში კრიმინალური მმართველობით თავი დაამახსოვრა სრულიად საქართველოს.

„სააკაშვილი მერამდენედ ამტკიცებს, რომ სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა: გენდერული თავდასხმის მიღმა რამხელა სიძულვილი და ბოღმა ამოძრავებს ამ ადამიანს ჩანს ყველგან და ყველაფერში. სიტყვა „მახინჯის“ მნიშვნელობა რომ იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ერს და ქვეყანას ბოდიშს მოუხდიდა იმ მართლაც მახინჯი და კრიმინალური მმართველობისთვის, რითაც 9 წლის განმავლობაში თავი დაამახსოვრა სრულიად საქართველოს.

მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ აცდება ვერავინ და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე!!!“, - წერს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ივანიშვილმა დაამსგავსა 90-იანი წლების რუსეთს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics