|
2020-08-18 16:02:39, 4581 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - რა დეკლარაციაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, საზოგადოებაში პანიკურ ატმოსფეროს მაინც ვერ ჩამოაყალიბებენ
რა დეკლარაციაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ საზოგადოებაში პანიკურ ატმოსფეროს მაინც ვერ ჩამოაყალიბებენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა სპიკერმა, გია ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. როგორც ვოლსკი ფიქრობს, დეკლარაციის მიზანი ძალთა გაერთიანებაა იმ შემთხვევისათვის, თუკი ოპოზიციას ექნება რესურსი რაიმე დესტრუქციული პროცესების განსავითარებლად. „არანაირი ხმების დაცვის აუცილებლობა არ არის აქტუალური თემა. სწორედ ამის აქტუალიზაციას ცდილობს ოპოზიცია, თითქოს მათ ხმები აქვთ დასაცავი და ვითომ საზოგადოებას აქვს ის განცდა, რომ შეიძლება რაიმე დარღვევებით ჩატარდეს არჩევნები. საზოგადოებას არ აქვს ასეთი განცდა. რა დეკლარაციაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ საზოგადოებაში ამ პანიკურ ატმოსფეროს მაინც ვერ ჩამოაყალიბებენ. ვფიქრობ, რომ დეკლარაციას თავისი მიზანი აქვს - ეს არის ძალთა გაერთიანება იმ შემთხვევისათვის, თუკი ექნათ რესურსი რაიმე დესტრუქციული პროცესების განსავითარებლად“, - აღნიშნა ვოლსკიმ. მისი თქმით, საარჩევნო პროცესზე საშიშროება მომდინარეობს სწორედ იმ გაერთიანებისგან, რომელიც ასეთ დეკლარაციას ღებულობს. „წინააღმდეგ შემთხვევაში, რა დეკლარაცია სჭირდება იმას, რასაც მთელი მსოფლიო, მთელი დემოკრატიული სამყარო არათუ მოგვიწოდებს, არამედ, ჩვენთან ერთად იმუშავებს ამ საკითხებთან მიმართებაში - რომ ჩატარდეს არჩევნები და რაც შეიძლება მაღალი დონის მეთვალყურეობა იყოს დაწესებული საარჩევნო პროცესზე, ვინაიდან საშიშროება მომდინარეობს სწორედ იმ გაერთიანებისგან, რომელიც ასეთ დეკლარაციას ღებულობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს, ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც მითითებულია, რომ 30 პარტია, როგორც საკუთარი, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)