2020-08-15 18:41:20, 1123 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტი პუტინს დახმარებას სთხოვს, ეს საგარეო შეთქმულებაა
„ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტი პუტინს დახმარებას სთხოვს, ეს საგარეო შეთქმულებაა“, - ამ განცხადებით სოციალურ ქსელში ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლუკაშენკოსა და პუტინის საუბარს გამოეხმაურა
მან ასევე აღნიშნა, რომ ლუკაშენკო საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის და მათ მისივე სურვილების გამო წირავს.
“ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტი პუტინს ახლა დახმარებას სთხოვს. ვის წინააღმდეგ? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩებში ყვავილებს ატარებენ? ეს მართლაც დიდი საგარეო შეთქმულებაა, იცხოვრო პარალელურ სამყაროში და მზად იყო გაწირო ყველაფერი”, – წერს ლინკევიჩიუსი Twitter-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,