22:52 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 12:44:25, 1020 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ლუკაშენკოსთვის „ვაგნერის“ მებრძოლების რუსეთისთვის გადაცემა ტრაგიკულად დასრულდება

ბელარუსის ტერიტორიაზე დაკავებული 32 მოქალაქის, „ვაგნერის“ დაჯგუფების წევრების რუსეთში ექსტრადირებას უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აკრიტიკებს.

ვლადიმერ ზელენსკის შეხედულებით, არაკორექტული და მიუღებელია აღნიშნულ ფაქტი ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებში.

„ჩემი შეხედულებით, ეს უცნაური, არაკორექტული და მიუღებელია ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებში. ვთვლით, რომ ასეთი გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვათ, არასამართლიანია, ისეთი, რომელიც არ შეეფერება უკრაინისა და ბელარუსის ურთიერთობას, რომელიც დაფუძვნებულია პატივისცემის პრინციპებზე“, - წერს პრეზიდენტი „ტელეგრამზე“.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მანამდე განაცხადა, რომ ბელარუსმა მოახდინა 32 რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება, რომლებიც დაკავებულები იყვნენ მანამდე.  ამასთან, კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქე დარჩა ბელარუსის ტერიტორიაზე, რადგან მას რესპუბლიკის მოქალაქეობაც გააჩნია.

ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი იქნება „ტრაგიკული“.

„ჩვენ გვესმის, რომ „ვაგნეროვები“ მაინც დაუბრუნდებიან საკუთარ საქმიანობას - ომის გავრცელებას.  ღმერთმა ქნას, რომ ბელარუსის ხელისუფლებას არ მოუწიოს საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთი დონბასის მიღება, რომლის შექმნაც „ვაგნეროვებს“ ძალიან კარგად შეუძლიათ“, - წერს ზელენსკი.

მან ასევე განაცხადა, რომ ბელარუსის მხარემ უპასუხოდ დატოვა უკრაინის გენერალური პროკურატურის მიმართვა ხელისუფლებას, სადაც ითხოვდნენ, რომ გამოეთხოვათ დაკავებული მოქალაქეები.

„იყო აქტიური მცდელობები დიპლომატიური და პირადი გზებით, რომ დაგვემტკიცებინა ჩვენი პარტიორებისთვის, რატომ იქნებოდა სწორი და კორექტული იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით. მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“ - აღნიშნავს პრეზიდენტი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics