|
2020-08-14 14:36:00, 7294 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ათკვირიანი კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ივნისიდან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. აქამდე, სამთვიანი კურსის გავლა, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, ანაზღაურების გარეშე ხდებოდა. გარდა ამისა, რეკრუტების გადამზადება ასევე ივნისის თვიდან, თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამის ახალ ინფრასტრუქტურაში ხდება. საზეიმო ცერემონიალზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, ასევე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა მიმართეს და თავდაცვის ძალების სრულუფლებიან წევრებად გახდომა მიულოცეს. წარმატებული რეკრუტები, რომლებმაც კურსის მსვლელობისას თავი გამოიჩინეს, სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)