|
2020-08-13 15:33:48, 1039 ნახვა
მსოფლიო
800 მილიონზე მეტი ბავშვი სკოლაში ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერ შეძლებს - ჯანმო და გაეროს ბავშვთა ფონდი
800 მილიონზე მეტი ბავშვი სკოლაში ხელის დაბანას ვერ შეძლებს, - აღნშნულის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში ვკითხულობთ. კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სფეროს მუშაკები სკოლებში ჰიგიენური ნორმების დაცვის რეკომენდაციას გასცემენ. თუმცა ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, გამოიკვლიეს მსოფლიოს 60 ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი ორი სკოლიდან ერთს სანიტარიული საშუალებები და წყალი არ გააჩნია. აღნიშნული კვლევის თანახმად, მსოფლიოს 818 მილიონ მოსწავლეს სკოლაში ხელების დაბანა არ შეეძლება. მოცემული მოსწავლეებიდან 355 მილიონი ბავშვი ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს. აღნიშნულ ბავშვებს წვდომა აქვთ წყალთან თუმცა არა საპონთან. 462 მილიონ ბავშვს მსოფლიოს მასშტაბით ხელების დაბანაზე წვდომა არ აქვს. იმ ბავშვთა უმრავლესობა, რომლებსაც სკოლაში სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდა, ეთიოპიაში, ნიგერიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრობდნენ. ჯანმოს დირექტორი გებრეიუსუსი აცხადებს, რომ სკოლების გახსნი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სკოლებში ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მთავარი საშუალება იქნება.
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით თოჯინების თეატრების გაერთიანებამ ახალი სეზონი დაიწყო
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
აშშ-მ შესაძლოა ირანზე დარტყმები განაახლოს შუალედური არჩევნების შემდეგ
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)