|
2020-08-12 20:46:16, 1090 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი - მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან
„მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. „მაკროფინანსური ინსტრუმენტი ითვალისწინებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მოიცავს სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. უკვე განხორციელებულ რეფორმებს შორისაა, პენსიების ინდექსაცია, ენერგოეფექტურობა, რომლის კანონმდებლობაც ასევე მიღებულია. რეფორმების ნუსხა მოიცავს ისეთ სექტორებს როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სასამართლო რეფორმა. ყველაფერი ეს, ჯამში დაედო საფუძვლად მაკროფინანსური ინსტრუმენტის ამოქმედებას. მჯერა, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ ინსტრუმენტის ფარგლებში იქნება აღებული", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)