2020-08-12 14:06:14, 998 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის ეკონომიკა ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად რეცესიაშია
ბრიტანეთის ეკონომიკა ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად რეცესიაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისამდე ბრიტანეთის ეკონომიკა 20.4 პროცენტით შემცირდა.
ამასთანავე, ქვეყანაში შემცირდა წარმოებაც, რაც სასტუმროების, რესტორნების, მაღაზიებისა და სხვათა დახურვამ გამოიწვია. ეს კი მაშინ, როცა მომსახურების სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ოთხ მეხუთედს შეადგენს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან