|
2020-08-12 12:46:20, 1033 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფოსტას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფინანთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფოსტას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, ლევან კაკავამ და ლევან ჩიკვაიძემ მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმების მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე პირთათვის საზღვრის კვეთისას, გამარტივებული საბაჟო კონტროლის პროცედურებისა და ზედამხედველობის განხორციელება, ასევე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ინფორმაციის წინასწარი დამუშავების უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტა მსოფლიო საფოსტო კავშირის პროექტის (SECUREX) ფარგლებში, ჩართულია წინასწარი საბაჟო დეკლარირების ელექტრონულ სისტემაში, რომელიც საფოსტო ადმინისტრაციებსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს შორის, გზავნილების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გაცვლას ითვალისწინებს. ახალი პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო სისტემაში იმპლემენტაციას, მსოფლიო საფოსტო კავშირის ტექნოლოგიების ცენტრისა და „UNCTAD"-ს ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ფოსტის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები განახორციელებენ. შეხვედრისას, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მხარეებთან მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა გაამარტივებს ორ უწყებას შორის ინფორმაციის წინასწარი დამუშავების შესაძლებლობას. ,,აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება, შეამცირებს საბაჟო ფორმალობების და პროცედურებისთვის საჭირო დროს. ამასთან, მაღალი სტანდარტით მომსახურება უზრუნველყოფს თითოეული გზავნილის ადრესატამდე დროულ მიტანას, რაც განაპირობებს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფოსტის წარმატებას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე,"- განაცხადა ლევან კაკავამ. აღნიშნული პროექტის საპილოტე პროგრამის გაშვება 2021 წლის იანვრიდან იგეგმება.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)