|
2020-08-12 12:22:13, 1220 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - რევაზიშვილის წინააღმდეგ ბუნებაში ვერანაირი მტკიცებულება ვერ იარსებებს
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბუნებაში ვერანაირი მტკიცებულება ვერ იარსებებს. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის მდევრებს შორის რევაზიშვილი არ ყოფილა და ეს ამირხანაშვილმა შეცვლილ ჩვენებაშიც დაადასტურა. „ნიკოლოზ რევაზიშვილის წინააღმდეგ ვერ იარსებებს ვერანაირი მტკიცებულება. უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ბუნებაში ვერ იქნება მტიკიცებულება, თუ მისი ფალსიფიკაცია არ მოხდა. არავის ჩაჰყოლია ხევში და არც არავის მისდევდა. ამის შესახებ გურამ ამირხანაშვილმა თავის შეცვლილი ჩვენებაში დაადასტურა, რომ მდევრებს შორის რევაზიშვილი არ ყოფილა“, - განაცხადა შოთა კახიძე. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმა.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)