|
2015-09-09 15:27:22, 565 ნახვა
საზოგადოება
კოლუმბიის უწყებათშორისი დელეგაცია საქართველოს შსს-ში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითრების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ის და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები კოლუმბიის რესპუბლიკის უწყებათშორისი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შსს-ს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ექვსი სხვადასხვა უწყების: კოლუმბიის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სამინისტროს, შემოსავლების და საბაჟო სამსახურის, სამოქალაქო რეესტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის, უსაფრთხოებისა და გადაუდებელ საქმეთა სააგენტო „123“-ის, სანოტარო და რეგისტრაციის სამსახურის და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები. კოლუმბიის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის მიზანია ქართველი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და ბოლო წლებში გატარებულ სტრუქტურული რეფორმების გაცნობა, რომელთა შედეგადაც დამკვიდრდა წარმატებული პრაქტიკა ელექტრონული მმართველობის, ბიუროკრატიის შემცირებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კოლუმბიის დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. სტუმრები ასევე გაეცნენ სსიპ საგანგებო სიტუაციბის მართვის სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ის და მომსახურების სააგენტოს საქმიანობას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)