|
2020-08-11 14:02:43, 834 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად, შინდისის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ შინდისში ჩავიდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს. სოფელ შინდისში, გმირთა მემორიალთან, დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ვახტანგ გომელაურმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. "უმძიმესი იყო საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტო. დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ძმები, ჩვენი შვილები. ახლა მშობლები დგანან მემორიალთან და სიტყვებიც კი არ მყოფნის - რა ვუთხრა, რით ვანუგეშო ეს ადამიანები? ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია მათთვის, ყველა ქართველისთვის და მე ვფიქრობ, ამ გმირების სახელებსა და ისტორიებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები, ჩვენი შვილები, ყველა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც დაგვატყდა 2008 წელს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)