|
2020-08-11 10:33:04, 830 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი: პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს - ლემშვენიერაში გაშენებული თანამედროვე ნუშის ბაღი ამის ნათელი მაგალითია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა. ებრაული კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფი“ მიერ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ლემშვენიერაში, 6 ჰექტარზე სუპერ ინტენსიური, ექვსი ჯიშის ნუშის ბაღი 2018 წელს გაშენდა. აღსანიშნავია, რომ ნუშის ბაღი დარგვიდან მეორე წელს, მხოლოდ სასიგნალო ნაყოფს ისხამს. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებულ ბაღში ნუშის ესპანური ავიხოსის ჯიში (ქლიავის საძირეზე დამყნობილი სუსტი ნუში) ის გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც დარგვიდან მეორე წელს უხვი ნაყოფი გამოიღო. „სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს. კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფი“ მიერ გაშენებული სუპერ ინტენსიური, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებული ნუშის ბაღი, ამის ნათელი მაგალითია. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოში, თანამდეროვე ბაღები, რომლის ღირებულებაც 100 მლნ დოლარს აღემატება, დაახლოებით, 10 000 ჰა-მდე ფართობზე გაშენდა, ეს არის დამატებითი ღირებულება, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში შევქმენით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაღები, ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში, მეტი საექსპორტო პროდუქტის წარმოების საშუალებას მოგვცემს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ათობით მილიონი დოლარის შემოსავალია. ეს გახლავთ ჩვენი სწორი მუშაობის შედეგი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც „ბარ ლევ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, აჰარონ გაგულაშვილმა აღნიშნა, მისთვის, როგორც ინვესტორისთვის, ნუშის ბაღის გაშენებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა მნიშვნელოვანი დახმარება და წახალისება იყო. „საქართველოში ყველა პირობაა ნუშის კულტურის განვითარებისთვის. ვფიქრობ, საქართველო მსოფლიო ბაზარზე აღნიშნული კულტურის მსხვილი ექსპორტიორი გახდება“, - განაცხადა აჰარონ გაგულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)