|
2020-08-10 16:03:33, 1056 ნახვა
ეკონომიკა
ფერმერები სიმინდის კარგ მოსავალს ელოდებიან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში, სიმინდის საყანე ფართობები დაათვალიერა. როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგოდ გატარებული თანმიმდევრული და კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, წელს ფერმერებს მაღალი ხარისხის მოსავალი აქვთ, რაც შესაბამისად აისახება მათ შემოსავლებზე. სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. სიმინდის საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და მსოფლიო ექსპერტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით მუშავდება. წამლობა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს. ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. დღეისათვის, სამეგრელოს რეგიონში ცივი შესხურებით დამუშავებულია 25 000-მდე ჰექტარი ფართობი, დამონტაჟებულია 7000 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. „მავნებელთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანაში სამაგალითოდ აღიარებენ. სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებმა, სხვა დაავადებების ლიკვიდაციასაც შეუწყო ხელი. ფერმერები ძალიან მადლიერები არიან, წელს 20/30 პროცენტით მეტი სიმინდია დათესილი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)