|
2020-08-10 12:05:20, 1786 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - საჭიროა ცვლილებები, რათა ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, ვისაც თაღლითის სახელი ეწოდა
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა ცვლილებები, რადგან ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას თაღლითი ექიმის სახელი ეწოდა. ტიკარაძე აღნიშნავს, რომ სამინისტრო მზადაა განახორციელოს დამატებით არაერთი ქმედება, რადგან ამ საქმეში სიცხადე შეიტანოს. „შეხვედრის მიზეზი იყო ვახტანგ ყიფიანის საქმე, სადაც ცალსახად გამოიკვეთა თუ რამდენი და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები არის საჭირო იმისთვის, რომ საკანონმდებლო ბაზაში, ასევე რეგულირების კომპეტენციების ნუსხაში, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას დღეს თაღლითი ექიმის სახელი ეწოდა. სამინისტრო მზადაა განახორციელოს დამატებით არაერთი ქმედება, რადგან ამ საქმეში სიცხადე შეიტანოს. შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს სამართალდამცავებმა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)