2020-08-10 09:59:58, 16409 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა
საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.
მათი ცნობით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირებულია 1250 პირი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მან 1010 შეადგინა. ქვეყანაში ვირუსით სულ 17 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 7068 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 ადამიანია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან