2020-08-09 13:01:19, 1279 ნახვა
მსოფლიო
ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები დაკავებების და ინტერნეტის შეზღუდვის ფონზე მიმდინარეობს
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 5 767 საარჩევნო უბანია მოწყობილი, რომლებიც ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა.
პარალერულად მინსკის ქუჩებში, მიმდინარეობს, ადამიანების დაკავება, ვინც ავტომობილების საყვირის ხმას ესალმება. ამასთან დილიდან გამორთულია ან ნაწილობრივ შეზღუდულია ინტერნეტი.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საკუთარი საცხოვრებელი სახლი წუხელ დატოვა. როგორც მან განაცხადა, არსებობს მასზე თავდასხმის საფრთხე.
პრეზიდენტობისთვის სულ ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი, 65 წლის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში პოსტს, მეექვსე ვადით დაიკავებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,