01:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-09 11:37:33, 2028 ნახვა

სამართალი
ახალქალაქში ჯგუფური დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა - ტერიტორიაზე სამართალდამცავების გაძლიერებული ეკიპაჟებია

გუშინ საღამოს საათებში ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაცია და ვიდეო მასალა შემთხვევის ადგილიდან საინფრომაციო სააგენტო  Jnews-მა გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯგუფი სასტუმროს მინებს ამსხვრევდა, რის შემდეგაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავების გაძლიერებული ეკიპაჟები იყვნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics