10:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-08 15:41:49, 2385 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ქალაქ ბოლნისში მდებარე ღვთისმშობლის ნიშთან, სასულიერო პირებმა ომში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

დავით შერაზადიშვილმა და პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

ომის გმირებს ადგილობრივი ხელისუფლების გარდა პატივი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა ლევან ამირიძემაც მიაგო.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ბოლნისის საკრებულოს განკარგულებით, დისველში, რატევანსა და ტანძიაში იმ უბნებს, სადაც დაღუპული გმირები ცხოვრობდნენ, მათი სახელები მიენიჭა.

2008 წელს, რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი შეეწირა. 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„8 აგვისტო საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ომმა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით ჩვენს მოქალაქეს საკუთარი სახლები დააკარგვინა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას თავი ბოლნისელმა ჯარისკაცებმაც შესწირეს. დღეს ამ გმირების ხსოვნას პატივი მივაგეთ. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ამ ბიჭების თავგანწირვა, ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. მათი ცხოვრება და გმირობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სამშობლო, მისი თავისუფლების დაცვა უპირველესი ღირებულებაა, რომლის გაფრთხილებაც ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. სწორედ ასეთი გმირების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი ქვეყანა ყველა დასახულ მიზანს მალე მიაღწევს, რადგან ქართველების ეროვნული იდეალები თავისუფლება და მშვიდობაა, რაც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტია”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics