|
2020-08-08 15:40:44, 2791 ნახვა
სამართალი
კომპანია „ზეგის“ ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
კომპანია „ზეგის“ ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კომპანიის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, განჩინებაში დასაბუთებული არ იყო, კონკრეტულად რა მიზეზის გამო მოხდა გუშინ „ზეგის“ თანამშრომლების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. „ამ განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახე. საქმის მასალები რა შემხებლობაში იყო ამ ხალხის ბინების ჩხრეკასთან დაკავშირებით საერთოდ არანაირი დასაბუთება არ იყო განჩინებაში, მშრალად იყო მოყვანილი მხოლოდ კანონის მოთხოვნები, მაგრამ უშუალოდ ფაქტობრივი გარემოებები კონკრეტულად ამ პირებთან მიმართებაში არ იყო“, - განაცხადა ჭაბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგში“ მუშაობდა. კომპანიის თანამშრომლების საცხოვრებელ სახლებში გუშინ სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)