|
2015-09-08 17:45:01, 498 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთამინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია მანგლისში, ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ლიდერობის პროექტი დევნილი ახალგაზრდებისათვის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელისა და მშვიდობის კორპუსის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს. პროექტის მიზანია, დევნილ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ბანაკის მონაწილეების შერჩევა კოდას, შაუმიანის, ლელიანის, ჯვრისა და სენაკის დევნილთა ჩასახლებებში, სპეციალური აპლიკაციების საშუალებით, სათემო განათლების ცენტრებმა განახორციელეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანს ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების, სპორტული ფედერაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობა და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ დევნილი ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)